ქიშმიშიანი ნამცხვარი

ძველებური და საკმაოდ გემრიელი რეცეპტი!

მომზადება:

3 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 250 გრ შერბილებული კარაქი ან მარგარინი, 5 ჭიქა ფქვილი შეზილეთ კარგად ხელით.

ამ მასიდან ცალკე შეინახეთ ერთი ჭიქა. დარჩენილს დაუმატეთ 3 ც კვერცხი, 1 ჭიქა მაწონი, რომელშიდაც

გახსნილი იქნება 1 ჩ.კ სოდა, დაუმატეთ 1 ჭიქა ქიშმიში და აურიეთ კარგად.

მოათავსეთ ოდნავ შემთბარ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე. ზემოდან მოაყარეთ 1 ჭიქა ქიშმიში და შენახური

1 ჭიქა ცომის მასა. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნიგვზიანი ''სიგარეტები''