შემადგენლობა:
მომზადება:
სტაფილო პატარა კუბიკებად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. ოდნავ რომ შერბილდება, წვრილად დაჭრილი ხახვიც ჩავამატოთ. ოდნავ მარილი დავაყაროთ იმისთვის, რომ არ დაგვეწვას და ხახვი ოქროსფრად შეფერადდეს. ამის შემდეგ გადმოვიღოთ. პარალელურად ქათამი მოვხარშოთ, რბილები გავაცალოთ. თეთრი ხორცი წვრილად დავჭრათ და მომზადებულ მასაში ავურიოთ. ეს ყველაფერი მინანქრის ქვაბში მოვათავსოთ. შემდეგ ამ მასას წვრილად დაჭრილი მწვანილები, დანაყული ნიპრი, წითელი წიწაკა და მარილი დავუმატოთ. კარგად ავურიოთ და ქათმის ნახარშის წინასწარ გადაწურული წვენი დავუმატოთ ისე, რომ თხელი მასა მივიღოთ. ერთხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ.
ბოსტნეულის სუპი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი