შემადგენლობა:
მოხარშული კრემი:
ნუშის კრემი:
ზემოდან გადასასმელად:
მომზადება:
მოხარშული კრემის მოსამზადებლად გავაცხელოთ რძე. ცალკე თასში კარგად ავთქვიფოთ შაქარი და
კვერცხის გულები, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი. დავასხათ რძე, მოვურიოთ, რომ ერთგვაროვანი
მასა მივიღოთ და შემდეგ ისევ ცეცხლზე შემოვდგათ. განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ კრემს მივიღებთ.
კრემი გადავიტანოთ თასში, მჭიდროდ გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი რომ ქერქი არ გაიკეთოთ და
გაცადოთ გაციება.
ნუშის კრემის მოსამზადებლად თასში ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი, დავუმატოთ დანარჩენი
ინგრედინეტები, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ.
როდესაც მოხარშული კრემი გაცივდება, ნუშის კრემს შევურიოთ.
ფენოვანი ცომი 4 თანაბარ ნაწილად გავყოთ. ავიღოთ ერთი ნაჭერი ცომი, ფუნჯით ოდნავ გადავუსვათ წყალი
და ზემოდან დავაფაროთ მეორე ნაჭერი ცომი. გავაბრტყელოთ,სამად გადავკეცოთ და კიდევ
გავაბრტყელოთ. ასევე დავამუშაოთ დანარჩენი 2 ნაჭერი. მიღებული ცომის ნაჭრებისგან გამოვჭრათ
საცხობის ფორმის დიამეტის 2 წრე ( დაახ 26 სმ). გაბრტყელებული ცომი ჩანგლით დავჩხვლიტოთ და
კიდეებზე წყალი ან ათქვეფილი კვერცხი წავუსვათ. გადავანაწილოთ კრემი და ზემოდან ცომის მეორე
ნაჭერი დავაფაროთ. კიდეები შევუკრათ, შემდეგ ბასრი დანით გარშემო პატარა ნაჭდევები გავუკეთოთ.
ღვეზელს ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. ცენტრიდან კიდეებისკენ ბასრი დანის წვერით
გავუკეთოთ მორკალული ზოლები და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ
დაიბრაწება.( დაახ 40-45წთ). მზა გალეტს გადავუსვათ გარგარის მურაბის წვენი ან სიროფი.
შოკოლადის კექსი თხილით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი