უგემრიელესი ფუნთუშები

მომზადება:

ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი საფუარი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი, დაელოდეთ აფუებას 15წ.
შემდეგ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით ერთი ან ერთნახევარი ჭიქა შაქარი (დამოკიდებულია გემოვნებაზე), ჩააყარეთ 200 გრამი გარჩეული ქიშმიში, ცოტაოდენი ვანილი და უკვე ამოფუებული მასას გაურიეთ. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, ისე რომ საშუალო სისქის ცომი მიიღოთ.
მიღებული მასა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოფუებამდე, შემდეგ შეაზილეთ 125 გრ მარგარინი. ცომი ორჯერ ჩაზილეთ, ამჯერად მარგარინის გარეშე.
მას შემდეგ, რაც ცომს სამჯერ ჩაზელთ და კიდევ ამოფუვდება, მიეცით სასურველი ფორმები, დაალაგეთ ზეთწასმულ ჭურჭელზე და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. როცა აფუვდება, შედგით ქურაში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. სიროფი შეგიძლიათ გაზქურამდე გადაუსვათ და ისე შედგათ.
ან შეიძლება რომ გამოიღებთ მაშინ წაუსვათ, ან კვერცხის გული გადაუსვით. რო გამოცხვება მოაკარეთ თავყე პუდრა.

უგემრიელესი ფუნთუშები

5 (100%) 2 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. lizi karanadze says:

    Me momewonaaaa?

დატოვეთ კომენტარი