უგემრიელესი რულეტი მარწყვით

შემადგენლობა:

ბისკვიტისთვის:

კრემისთვის:

მომზადება:

ბისკვიტი:

ყვითრი და ცილა განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. ცილა კარგად ავთქვიფოთ მიქსერით 80 გრ. შაქართან და მარილთან ერთად. ყვითრი ავთქვიფოთ 80 გრ. შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავამატოთ ათქვლეფილი ცილა, ავურიოთ. ფქვილიში ჩავყაროთ სახამებელი, გამაფხვიერებელი და დავამატოთ ათქვლეფილ კვერცხს, კარგად ავურიოთ მიქსერით ნელი ბრუნვით.ერთიანი მასის მიღებამდე. აირღუმელი გავცხელოთ 160* ტემპერატურამდე. ფორმაზე მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ კარქი. მომზადებული ცომი დავასხათ ფორმაზე და კოვზით მოვუსწოროთ ზედაპირი. ვაცხოთ 15 წუთი. (მზადყოფნა შევამოწმოთ ასანთის ღერით) გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ აირღუმელიდან, მოვაშოროთ ქაღალდი და გადავახვიოთ შაქარმოყრილ ტილოში რულეტისებურად. გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში გასაციებლად.

 

კრემი:

მარწყვი გავასუფთავოდ, გავრეცხოთ, (6–7 ცალი მარწყვი შევინახოთ გასაფორმებლად) დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ შაქარი მოვასხათ ლიმონის წვენი და ბრთხილად ავურიოთ. სხვა ჯამში მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები გასამაგრებელთან (ფიქსატივთან)და ვანილთან ერთად შესქელებამდე, შემდეგ (ცოტა კრემი მარწყვის გარეშე შევინახოთ გასაფორმებლად)დავამატოთ მარწყვი და კოვზით ბრთხილად ავურიოთ. მომზადებული კრემი გაციებულ ბისკვიტს წავუსვათ და კვლავ გადავახვიოთ რულეტისებურად.1 საათით შევდგათ მაცივარში, შემდეგ გამოვიღოთ მოვაყაროთ შაქრის პუდრა, მარწყვი და მოვრთოთ შენახული კრემით.

უგემრიელესი რულეტი მარწყვით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ნაჭრები