მომზადება:
პურის ფქვილის, საფუვრისა და ცოტა მარილისგან მოზილეთ სასურველი რაოდენობის ცომი და ასაფუებლად დადგით თბილ ადგილას, 2სთ. მოზარშეთ თეთრი ლობიო, გადაწურეთ, გემოვნებისამმებრ შეკაზმეთ ცხიმითა და მარილით და კარგად ჩაზილეთ. ცხიმი შეიძლება იყოს მცენარეული ზეთი, კარაქი, ერბო ან ღორის უმარილო ქონი. ლობიანის შიგთავსი უნდა იყოს სქელი ერთგვაროვანი მასა. დააგუნდავეთ ცომი სასურველი ზომის გუნდებად, გადააფარეთ ცელოფანი და გააცერეთ 15 წთ. თითოეული გუნდა ხელით მსუბუქად გააბრტყელეთ, დაადეთ შიგთავსი, მოუკარით თავი , გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე.
სოკოს ოსტრი ტომატით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი