ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’

შემადგენლობა:

კრემი:

მინანქარი:

მომზადება:

ბისკვიტი გამოვაცხოთ. ჯერ ხუთი კვერხცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა შაქარს ავურევთ. მერე კვერცხის გულებსაც ჩავაყრით და  ფქვილს დავამატებთ. კაკაოსაც ჩავყრით და კარგად ავურევთ. სპეციალურ ფორმაზე ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ, მასზე მოვათავსებთ ცომს და ცხელ ღუმელში შევდგამთ. ამასობაში კრემის  მომზადებას დავიწყებთ: ადუღებულ რძეს , შაქარსა და ფქვილს მოვხარშავთ . გაციების შემდეგ კი  კარაქს, ყავას, კაკაოსა და ვანილს დავამატებთ. ძალიან სქელი კრემი უნდა მივიღოთ. ამის მერე გამომცხვარ ბისკვიტს ორად გავყოფთ, ოღონდ ქვედა ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ზედა კი -უფრო თხელი. ქვედა ნაწილს  გულს ამოვაცლით და მხოლოდ ქერქს დავტოვებთ. კარგად დავნამავთ, ძირსა და გვერდებს კი ბლომად კრემს მოვუსვამთ. ავიღებთ ცოცხალ ან დასპირტულ( საშობაო) ალუბალს და კრემზე დავაწყობთ. ტორტის დაფშხვნილ გულსაც შევურევთ. მერე ისევ კრემს და ალუბალს დავადებთ, ანუ ფენა-ფენა უნდა იყოს. ბოლოს მოჭრილ თავს დავახურავთ. ზემოდან და გარშემო სულ კრემს წავუსვამთ. ამასთანავე ცეცხლზე დავდგამთ ჯამს, რომელშიც კაკაოს, შაქარსა და მარგარინს მოვათავსებთ. ცოტა ხანი ვადუღებთ და, როცა მინანქარი მზად იქნება, გამზადებულ ტორტს წავუსვამთ.

ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’

4.4 (87.14%) 14 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი