ტოლმა

მოამზადეთ უგემრიელესი ტოლმა..! 

მომზადება:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 500 გრ ხორცი, 4 კბილი ნიორი,  თავი ხახვი, ქინძი, წიწაკა, ოხრახუში.

დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი, 1/2 ჭიქა მოუხარშავი ბრინჯი, 1 ც კვერცხი.

დაყავით გუნდებად, სათითაოდ გაახვიეთ კომბოსტოს მოწალულ ფოთლებში. შეწვით ტაფაზე ოდნავ,

შეწითლებამდე.

ქვაბში მოშუშეთ 2 ს.კ კარაქში 2 თავი ხახვი, 2 ს.კ ტომატი, ან 500 გრ კანგაცლილი პამიდორი. ჩააწყვეთ

ტოლმა. დაასხით წყალი მდუღარე, დუამატეთ დაფნა და გემოვნებით მარილი, შედგით ღუმელში

( შეიძლება დადგათ ცეცხლზეც) თვდაუხურავი. რომ გადმოდგამთ მოაყარეთ ოხრახუში.

თეფშზე დაუმატეთ არაჟანი. ტოლმის მომზადებისას კომბოსტოსთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ

ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და მწიფე პამიდორი.

ტოლმა

1.3 (25%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კარტოფილი კარაქით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი