ტკბილი ფლავი

შემადგენლობა:

მომზადება:

ბრინჯი ჩაყარეთ მარილწყალში.20 წუთის შემდეგ გადაწურეთ. აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი გემოვენებით და  ბრინჯი. ადუღეთ 5-7 წუთი ( ბრინჯს ხარშვა უნდა აკლდეს), გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ბრინჯი აფანტეთ საწურით. მცირე ზომის ქვაბში გააცხელეთ 100 გრ მცენარეული ცხიმი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი ლავაში და შებრაწეთ. დანარჩენ ნახევარს წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ ქვაბის ძირში, მოაყარეთ ბრინჯის ერთი ფენა, შემდეგ შებრაწული ლავაშის ნაჭრები, ასე ფენა–ფენა მოათავსეთ ბრინჯი და ლავაშის ნაჭრები.

ქვაბს დაახურეთ ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოხადეთ ხუფი, გაამშრალეთ და ისევ დაახურეთ. 150 გრ ცხიმი გააცხელეთ, ჩაყარეთ გარგრისა და ქლიავის დაჭრილი ჩირი, ქიშმიში და წამოადუღეთ ( თუ გინდათ, რომ კერძს მეტი სიტკბო ჰქონდეს, ჩირებს ხარშვის დროს ჩაამატეთ შაქარი).

ბრინჯს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ჩირი და მოასხით მისი ნახარში.

გაფორმება:

სომხური ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაფორმებლად. დაჭერით, მიეცით საასურველი ფორმა, დაამაგრეთ კულინარიულ ჩხირზე ან ჩანგალზე, ჩაუშვით მდუღარე ზეთში 1-2 წუთი.

 

ტკბილი ფლავი

4.2 (84%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მსხლის ჩირი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. სახელი*ნატო ფილია says:

    რა გამოიგონონ აგარ იციან მოკლედ, ნორმალური და გემრიელი ფლავის რეცეპტი აგარ ეკადრებატ, “სვეტსკობებს” იგონებენ და ამ დროს მაგარი იდიოტობაა….

დატოვეთ კომენტარი