ტირამისუ

გემრიელი იტალიური დესერტი.. !

შემადგენლობა:

მომზადება:

მოადუღეთ ყავა, გააციეთ, დაუმატეთ ლიქიორი. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად.ცალკე ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კვერცხიანი მასა. ნამცხვარ Savoiardi-ს თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში. დანამული ნამცხვარი ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ. ფორმის ძირი მთლიანად გაავსეთ დანამული ნამცხვრით. ნამცხვრის ფენას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის ნახევარი და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეტ. კრემიან ზედაპირს მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი. შემდეგ ფენად ისევ ყავაში ამოვლებული ნამცხვარი დააწყვეთ. დანამული ნამცხვრის მეორე ფენას დანარჩენი კრემი გადაუსვით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო, შედგით მაცივარში და სულ მცირე 6 საათის განმავლობაში დატოვეთ.

მასკარონე ს მომზადება სახლის პირობებში :

მასკარპონე ნაღების ნაზი ყველია, რომლის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ამისთვის აიღეთ 1 ლ მაღალპროცენტიანი ნაღები, თასში შეათბეთ დახლოებით 80-85℃-მდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, რომ ნაღები აიჭრას. შემდეგ აჭრილი მასა დოლბანდჩაფენილ საწურზე გადაიტანეთ და მთელი ღამე დატოვეთ.

ტირამისუ

4.3 (86.67%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორეოს ტარტი მიწისთხილით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი