ტარხუნის რულეტი

შემადგენლობა:

ცომისთვის:

შიგთავსისთვის:

მომზადება:

პირველ რიგში მოზილეთ ცომი. ამისთვის თასში ჩაასხით მაწონი, დაამატეთ სოდა, ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი და გაცივებული კარაქი. შემდეგ დაამატეთ მცირე ოდენობით გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გამზადებული ცომი მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.

ამასობაში მოამზადეთ  შიგთავსი. დაჭერით ტარხუნა, მწვანე ხახვი, მწვანილები, ნიორი და ზეთიან ტაფაში მსუბუქად მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და სურვილისამებრ დაამატეთ დაღერღილი წითელი წიწაკა. გაცივებულ შიგთავსს შეურიეთ დაჭრილი კვერცხი.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გაყავით ორ ან სამ ნაწილად და გააბრტყელეთ ცალ-ცალკე.

გაბრტყელებულ ცომში მოათავსეთ შიგთავსი, გადაახვიეთ ცომი და მიეცით რულეტის ფორმა. ეცადეთ, რომ რულეტის ნაწუბურები მოექცეს ქვემოთ.

მოათავსეთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოაცხვეთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

როგორც კი ცომი მიიღებს ოქროსფერს, გამოიღეთ ტაფა ღუმელიდან და გადაუსვით  ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხი და რძე. ტაფა დააბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ ის დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში 160 გრადუს ტემპერატურაზე.

დაჭრამდე რულეტი უნდა შეგრილდეს.

ტარხუნის რულეტი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ღვეზელი