სოკოს ხინკალი

შემადგენლობა:

მომზადება:

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ).

მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ

და ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ,

მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

სოკოს გულსართი : 

დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება,

დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში.

შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

სოკოს ხინკალი

4.5 (90%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

პრასი ნიგვზით