სოკოს ბლინები

მასალა:
ცომისთვის:

გულსართისთვის:

  • სოკო – 500 გრ
  • ქათმის ფილე 500 გრ
  • სტაფილო – 2 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • ოხრახუში – 80 გრ

მომზადება:

ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი აურიეთ, დაასხით თანდათან რძე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცომი 20-30 წუთით დადგით, რომ ამოვიდეს. თუ ცომი ძალიან შესქელდება, ცოტა რძე კიდევ დაამატეთ და ისევ აურიეთ.

გულსართის ყველა კომპონენტი წვრილად დაჭერით, სტაფილო საშუალო ზომაზე გახეხეთ. გემოვნებით დაამარილეთ და ზეთში მოშუშეთ მომზადებამდე. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მაიონეზი ან არაჟანი.

ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა ზეთი ჩაასხით. ცომი ტაფის შუაგულში დაასხით, დაატრიალეთ, რომ მთელ ზედაპირზე გაიშალოს თხელ ფენად. უკვე მომზადებული თითოეული ბლინის შუაში მცირე რაოდენობის გულსართი დადეთ და გაახვიეთ (1/4-მდე რომ მიხვალთ გვერდები შემოუკეცეთ და ერთხელ გადაატრიალეთ) .

სასურველია ცხელი მიიტანოთ სუფრასთან არაჟნით . გემრიელად მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათმის ქაბაბი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი