შემადგენლობა:
მომზადება:
საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში, ჩავამატოთ შაქარი და კარგად მოვურიოთ. შევურიოთ სითხე ნახევარ
ფქვილს, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას 20-25 წუთი. ამოფუებული ცომი ჩავზილოთ, ჩავასხათ
დარჩენილი წყალი, მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილი და მარილი. დავდგათ ცომი 1საათი. ამ დროის
განმავლობაში ცომი 2-3 ჯერ კიდევ უნდა ჩავზილოთ. ამოსული ცომი გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველ
ზეთიან და ფქვილიან ფორმებში, ან გავაკეთოთ პატარა გუნდები, გავაჩეროთ სითბოში კიდევ 20-25 წუთი,
ზემოდან გადავუსვათ შაქრის სიროფი და გამოვაცხოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე.
ხრამუნა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი