სალათა “ზღარბი”

სალათა "ზღარბი"

ზღარბის სალათა დაგეხმარებათ შეაყვაროთ თქვენს პატარებს ბოსტნეული!

ინგრედიენტები:

კომბოსტო – 1ც.

მოხარშული კარტოფილი – 2ც.

მოხარშული სტაფილო – 1ც.

ნახევრადშებოლილი ძეხვი – 100გ.

კიტრის მწნილი – 2ც.

დაკონსერვებული მწვანე ბარდა – 2ს.კ.

მაიონეზი – 4ს.კ.

ჰოლანდიური ყველი – 60გ.

უკურკო შავი ზეთისხილი – 1ც.

შავი პილპილის მარცვალი – 2ც.

მომზადების წესი:

კომბოსტოს თავი გაჭერით შუაზე. ერთი ნახევარი მოათავსეთ ლანგარზე. მეორე ნახევარს მოაცალეთ 4 დიდი ფურცელი. კარტოფილი, ნახევრად დაჭრილი სტაფილო, 2/3 ძეხვი და კიტრი დაჭერით გრძლად. კომბოსტოს ფურცლები გადაახვიეთ კონუსისებურად. ერთში ჩააწყვეთ მწვანე ბარდას მარცვლები, მეორეში დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, მესამეში კიტრი და მეოთხეში – ძეხვი, მოასხით მაიონეზი და დააწყვეთ შუაზე გაჭრილი კომბოსტოს გარშემო. დარჩენილი სტაფილო, ყველი და ძეხვი დაჭერით კუბიკებად, სათითაოდ ჩამოაცვით ჩხირებზე. გამზადებული “ნემსები” ჩაარჭვეთ შუაზე გაჭრილ კომბოსტოში. “ზღარბს” ზეთისხილისგან გაუკეთეთ ცხვირი, პილპილის მარცვლებისგან “თვალები”.

 

 

 

სალათა “ზღარბი”

5 (100%) 1 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი