საზაფხულო ტოლმა

შემადგენლობა:

მომზადება:

შეარჩიეთ მსხვილი და მოკლე ბადრიჯანი, საშუალო ზომის პომიდორი და წიწაკა. ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწი. გადაჭრილი ადგილიდან დანის წვერით ამოაჭერით გული ისე, რომ ბადრიჯნის წერწის მთლიანობა არ დაირღვეს. პომიდორს წააჭერით თხელი ფენა, ამოაჭერით ულუი ისე რომ კანს შერჩეს პომიდვრის სქელი ფენა. პომიდვრის ამოაჭრილი გულები შეინახეთ ცალკე. ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი, ყუნწის მხრიდან წააჭერით თავი და ამოაცალეთ შიგთავსი. ქვაბში ჩაასხით 1.5-2 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი სოკო, დაამატეთ ერთი კოვზი ზეთი, წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი და ბრინჯი ( წყალი უნდა ფარავდეს ბრინჯს). დაახურეთ ზუფი და მოუმატეთ ცეცხლი. წყალი რომ ამოშრება, გასინჯეთ ბრინჯი ( ბრინჯს უნდა აკლდეს ხარშვა). გადმოდგით ცეცხლიდან.

წვრილად დაჭერით ხახვი, ტარხუნის ფოთლები, შეურიეთ ბრინჯს, დაამატეთ პილპილი. ბრინჯის გულსართი გამოტენეთ ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, დაახურეთ გადაჭრილი თავები, ჩაალაგეთ ფართოპირიან ქვაბში ერთფენად, მოასხით წვრილად დაჭრილი პომიდვრის გულები.

წვენი უნდა ფარავდეს ტოლმას, თუ პომიდბრის წვენი საკმარისი არ არის, ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, 1/2 ჭიქა წყალი, ცოტა ზეთი, მარილ იდა პილპილი გემოვნებით. დაფარეთ თეფში, დაადეთ სიმძიმე, დახურეთ ხუფი და დადგით მოსახარშად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მწვადი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი