საგაზაფხულო ნიგვზიანი ბადრიჯანი

შემადგენლობა:

მომზადება:

ბადრიჯნაი საშუალო ზომის გრძელ ნაჭრებად დავჭრით, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. მერე ოდნავ დავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან ჩავნაყოთ სუნელებთან ერთად. ტაფაზე, რომელზეც ბადრიჯანი შეიწვება , დავამატოთ ზეთი და ხახვი ( ალყა-ალყა დაჭრილი). ასევე დავამატოთ მრგვლად დაჭრილი წითელი ბულგარული და მოვშუშოთ . შემდეგ გაფცქვნილი და გახეხილი პამიდორი დავამატოთ, წამოვადუღოთ. ნიგოზი, ნიორი და სუნელები ჩააყაროთ და მარილით შევაზაოთ. ცოტა ვადუღოთ, ისეთი სისქის უნდა იყოს, რომ გაციების მერე შესქელდეს. შევურევთ ბროწეულს და სათითაო ბადრიჯნის ნაჭერს ორივე მხრიდან კარგად წავუსვამთ. ორად გადავკეცოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან. ზევიდან ცოტა ბროწეულიც მოვაყაროთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კვერცხი ხორცის შიგთავსით





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. nini nini says:

    რა კაია

დატოვეთ კომენტარი