ნუშის ტრიუფელები თქვენს საახალწლო სუფრას აუცილებლად დაამშვენებს!
შემადგენლობა:
მომზადება:
ნუშს დავასხათ ცხელი წყალი, გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ცივი წყალი და მოვაცალოთ კანი. გასუფთავებული ნუში დავაბლენდეროთ, დავამტოთ თაფლი, ნაღები, ავურიოთ და წამოვადუღოთ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ მომზადებული ნაღების მასა და განუწყვეტლივ ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე, რამოდენიმე წუთის შემდეგ მასა გადმოვდგათ, დავამატოთ ლიქიორი და ავურიოთ ბლენდერით (პატარა სიჩქარით). მიღებული მასა გავაცივოთ 35–40°С–მდე, დავამატოთ დაჭრილი კარაქი და კვლავ ავურიოთ. მომზადებული მასა დავასხათ პერგამენტჩაფარებულ ფორმაზე, (1სმ. სისქით) გადავაფაროთ ცელოფანი (ცელოფანი უნდა ეხებოდეს მასას), გავაჩეროთ 16–17°С ტემპერატურაზე 3 დღით. 3 დღის შემდეგ მომზადებული მასა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და გავაკეთოთ პატარა ბურთები, ბოლოს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. (გამოდის 25 ცალი)
ნუთელას ორცხობილები |