შემადგენლობა:
მომზადება:
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და თანდათან დაუმატეთ 50 გ შაქარი. დარჩენილი შაქარი შეურიეთ კვერცხის გულს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, ათქვეფილი ცილა და ფრთხილად მოურიეთ. მიღებული ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 12-15 წთ.ბისკვიტი გადმოაბრუნეთ დანამულ, შაქარმოყრილ ჩაის ტილოზე, ფრთხილად მოაცილეთ პერგამენტი, ტილოს დახმარებით გადაახვიეთ და გააგრილეთ.თეთრი შოკოლადი დატეხეთ. 100 გ ნაღები შაათბეთ და შიგ შოკოლადი გახსენით. დარჩენილი ნაღები ლიმონჟავასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე.შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქრის პუდრა, ნაღაბში გახსნილი შოკოლადი და მიღაბული მასა ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს.რულეტი გაშალეთ, წასუვით კრემის 2/3 და კვლავ გადაახვიეთ, ზემოდან წასუვთ დარჩენილი კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ.
გამომცხვარი ვაშლი ქიშმიშით |