რაფაელო თხილით

შემადგენლობა:

მომზადება:

ცომი:

დარბილებული კარაქი და შაქრის ფხვნილი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს ხელით, ჩაამატეთ თითო-თითო კვერცხი, წინასწარ გახსენით მაწონში სოდა და დაუმატეთ მიღებულ მასას, შეაზილეთ ფქვილი, რომ მიიღოთ საშუალო სისქის ცომი,. მოათავსეთ ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

გამომცხვარი ბისკვიტი დაჭერით მრგვარი ფორმის ნაჭრებად თქვენთქვის სასურველ ზომაზე. რაც უფრო პატარაა ნაჭრები, მით ეფექტურია ნამცხვარი ვიზუალურად და მოსახერხებელია საჭმელად. აიღეთ ერთი ნაჭერი, წაუსვით კრემი, დაადეთ თხილი, დააფარეთ მეორე ნაჭერი, გარშემო წაუსვით კრემის თხელი ფენა და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.

ბისკვიტის დარჩენილი ჩამონაჭრები დაფშხვენით მსხვილად, შეურიეთ 1 ს.კ კრემი, გააკეთეთ პატარა ზომის გუნდები და ამოავეთ ქოქოსის ფანტელებში.

კრემი: 

1 ქილა მოხარშულ შესქელებულ რძეს დაამატეთ 50-80 გრ კარაქი და ათქვიფეთ. თხილს კანის გასაცლელად დაასხით მდუღარე წყალი, გაჩერეთ რამდენიმე წუთი, გადაწურეთ და გაფცქვენით.

შეაფასეთ გვერდი