შემადგენლობა:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
მომზადება:
ცომისთვის განკუთვნილი ინგრედიენტებით მოვამზადოთ ბისკვიტი და გავყოთ 2 ფენად. გულსართის მოსამზადებლად რძე ავადუღოთ ვანილის და შაქრის ფხვნილის ნახევართან ერთად, მუდმივი მორევით დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, დავუმატოთ რძეში წინასწარ ჩალბობილი ჟელატინის ერთი ნაწილი, ვხარშოთ ჟელატინის გადნობამდე, მიღებული მასა გავაციოთ, ჩავასხათ ფორმაში. როდესაც გამაგრდება, გამოვიღოთ ფორმიდან, ფორმაში ჩავდოთ ბისკვიტის პირველი ფენა, ზემოდან მოვათავსოთ რძის ჟელე, ზედ დავდოთ ბისკვიტის მეორე ფენა. დარჩენილი ჟელატინი დავალბოთ ფორთოხლის წვენში. ღვინო გავაცხელოთ ფორთოხლის ქერქთან და დარიჩინთან ერთად, დავუმატოთ შაქრის ფხვნილის ერთი ნაწილი, ფორთოხლის წვენში ჩამბალი ჟელატინი, გავაციოთ, დავუმატოთ ბლენდერით ათქვეფილი მარწყვი, ავურიოთ, მოვასხათ ბისკვიტის და რამდენიმე საათით შევდოთ მაცივარში. როდესაც მასა შემაგრდება მოვრთოთ მარწყვით და მივირთვათ.
ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი