შემადგენლობა:
ცომი:
კრემი:
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი, ცომი (ცომი ხელებს უნდა ეკვროდეს) შემდეგ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით ამოსავლელებად (ამოსვლის პერიოდში ცომი ერთხელ გადავზილოთ დასველებული ხელით). როდესაც ცომი ამოვა ხელები დავისველოთ ზეთით და მოვაწყვიტოთ პატარა გუნდები, თითოეული გუნდა თითებით ცოტა გავაბრტყელოთ, შემდეგ თითოეულ გუნდაში მოვათავსოთ 1 ჩ/კ. კრემი, შევკრათ ხინკალივით, ხელებით დავამრგვალოთ და შევწვათ ტაფაზე ზეთში. (შემწვარი პონჩიკები მოვათავსოთ ჯამზე და გადავაფაროთ ტილო, რათა არ გამაგრდეს).
კრემის მომზადება:
ფქვილს შევურიოთ შაქარი, ცოტა მარილი, შემდეგ გავხსნათ ცივ წყალში, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ მომზადებამდე, მომზადების შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და ავურიოთ კარაქი და ვანილი.
ტკბილი პიცა კარამელით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი