შემადგენლობა:
მომზადება:
მარილიან წყალში მოწალეთ ბრინჯი, გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და დაწურეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ცხარე წიწაკა, მწვანილი. მარილი. გააჩერეთ ცეცხლზე ბულგარული წიწაკის მოშუშვამდე, გადმოდგით, ამოწურეთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი ამოჰყვეს. ბოსტნეული, დანაყუილი ნიორი და მაიონეზი შეურიეთ ბრინჯს.
პომიდორს მოათალეთ თავი, ამოაჭერით გული, გამოტენეთ ბრინჯის გულსართით, დააფარეთ მოჭრილი თავი. ჩაალგეთ ერთ რიგად ქვაბში, დაადეთ თეფში და სიმძიმე.
პომიდვრის გულები გახეხეთ და მოასხით ქვაბში ჩალაგებულ პომიდორს, დაამატეთ ზეთი, მოაყარეთ მარილი, დააფარეთ ქვაბს ხუფი და მოხარშეთ.
ფუნთუშები მარტივად |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი