შემადგენლობა:
მომზადება:
საფუარი დააქუცმაცეთ და 200 მლ ნელთბილ წყალშუ გახსენით. დაუმატეთ ფქვილი, 1/4 ჩ.კ მარილი და ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ.შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი, თავშავა,სულგუნი, მარილი და პილპილი.ზეთისხილები ოთხად გაჭერით, სილიამი დაჭერით ზოლებად. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე კიდევ ერთხელ გადაზილეთ და ოთხად გაყავით. ცომის თითოეული ნაჭერი მრგვლად გააბრტყელეთ და წაუსვით დარჩენილი ზეთი.ყველიანი მასა გაანაწილეთ თითოელი ცომის ნახევარზე,ზემდოან მოაწყვეთ სალიამი და ზეთისხილი.გადმოაფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და კიდეები თითის დაწოლით კარგად შეაერთეთ.დადეთ კალცონე საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20 წთ. გამოიღეთ და ჯერ კიდევ თბილ მიიტანეთ სუფრასთან.
დარიჩინის რგოლები მარტივად |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი