მოამზადეთ გოზინაყი განსხვავებულად !
შემადგენლობა:
მომზადება:
ნუში დავჭრათ თხლად (წვრილად). (თუ კანგაცლილი ნუში არ გვაქვს მაშინ გარჩეული ნუში მდუღარე წყალში ცავყაროთ 5–7 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ, კანი მოვაშოროთ და გავაშროთ. ნუში დავჭრათ წვრილად და მოვხალოთ). თაფლი ჩავასხათ თუჯის ან ალუმინის ქვაბში, დავადგათ გაზქურაზე დაბალ ტემპერატურაზე და წამოვადუღოთ. თაფლის მასა ხის კოვზით ვურიოთ, როცა წამოდუღდება და აქაფდება ცეცხლიდან გადმოვდგათ, შევაგრილოთ და ისევ გაზქურაზე დავდგათ. ესე გავიმეოროთ 2–3–ჯერ რომ თაფლი კარგად შესქელდეს, დავამატოთ შაქარი, ცოტახანში დავამატოთ დაჭრილი ნუში და გამუდმებით ვურიოთ. 4–5 წუთის შემდეგ როცა ნუშს ფერი შეეცვლება ქვაბი გადმოვდგათ გაზქურიდან. მომზადებული მასა მაშინვე გადავიტანოთ ხის სველ დაფაზე, ცომის გასაბრტყელებელი დავასველოთ და გავაბრტყელოთ მასა ან ხელით გადავანაწილოთ დაფაზე, გვერდები შევუსწოროთ და სველი დანით ცხელივე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
შოკოლადიანი ორცხობილები |