მასალა :
კიტრი გაფცქვენით და წვრილად (2-3 სმ) რგოლებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და ზედმეტი წყლისგან დასაწრიტად მოათავსეთ საშრობ ქაღალდზე. მოხარშეთ 2 ცალი კვერცხი, გააციეთ, გაფცქვენით და თითოეული ოთხ ნაჭრად გაჭერით. არტიშოკის ყვავილედს უხეში ფოთლები მოაშორეთ და მხოლოდ გული დაჭერით . ფერი რომ არ შეიცვალოს გადაუსვით გარილი ლიმონი. არტიშოკის გული ძალიან თხლად დაჭერით, მოაბკურეთ იმონის წვენი. 150 გრამი ბოლოკი თხელ რგოლებად დაჭერით ასევე 2 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა გარეცხეთ, პატარა კოვზით გამოაცალეთ თესლები და ძალიან თხლად , რგოლებად დაჭერით. 2 ცალი პამიდორი გაჭერით შუაზე, თითოეული ნახევარი კი – ოთხად, მარილი მოაყარეთ და დროებით გადადეთ. 2 თავი ხახვი გაფრცქვენით და ძალიან თხელ რგოლებად დაჭერით, ნიახურის ძირი კი წვრილად. სალათის ფურცლების გარეცხვის შემდეგ , დაწრიტეთ და დაჭერით სქლად. 1 კბილი ნიორი გაფრცქვენით და ჯამის გვერდებს მოუსვით.
თასის ძირზე დააფინეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, მეორე ფენად პამიდვრის ნაჭრები, შემდეგ დაჭრილი კიტრი, არტიშოკი, ტკბილი წიწაკა და ბოლო ფენად დაჭრილი ხახვი. ჩამოთვლილ ინგრედიენტთა ნაწილი შემდეგი ფენებისათვის გადაინახეთ.
დაკონსერვებული თინუსი გახსენით და დააქუცმაცეთ. სალათას ჯერ დაჭრილი ნიახური და შემდეგ თინუსი მოაყარეთ.
სალათას დარჩენილი ინგრედიენტები ისევ თავიდან, ფენა-ფენად მოაყარეთ, ბოლოს ისევ დაქუცმაცებული თინუსი და დაჭრილი ნიახური მოაფინეთ. მომზადებული სალათა ზემოდან დაჭრილი კვერცხით გააფორმეთ. ანჩოუსის ფილები შუაზე გაჭერით და თითოეული მათგანი შავი ზეთისხილს შემოახვიეთ და გაანაწილეთ სალათის ზედაპირზე. სალათა შეკაზმეთ ცოტაოდენი მარილით. სუფრაზე მიტანის წინ სალათას მოასხით სოუსი.
მაკარონის სალათი სტაფილოთი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი