ნაპოლეონი

ინგრედიენტები:
1.ცომისთვის:

2.კრემი:

მომზადების წესი:

1.ცომი:

მნიშვნელოვანია: ყველა პროდუქტი, რომლითაც უნდა მომზადდეს ფენოვანი ცომი უნდა იყოს ძალიან ცივი. (მაცივარში უნდა იდოს)

ფქვილის ნაწილი შევურიოთ 800გრამ მსხვილ სახეხზე გახეხილ კარაქს ან მარგარინს, კარაქის ხეხვის დროს გამუდმებით უნდა ვაყაროთ მას ფქვილი. მას შემდეგ, რაც მთელი მარგარინი გაიხეხება მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილი და ნაზი მოძრაობით შევურიოთ ფქვილი და კარაქი. საზომ ჭიქაში ავურიოთ: 2კვერცხი, 2 ჩ/კ მარილი, ძმარი. დავასხათ ცივი წყალი ისე რომ მთლიანი სითხე გახდეს 500მლ. ეს სითხე შევურიოთ ფქვილიან კარაქიან მასას, გამუდმებით ვასხათ სითხე პატარა პორციებით. ძალიან სწრაფად მოვზილოთ ცომი, პროდუქტები უნდა დარჩეს ცივი. ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი ჩავდოთ ცალკე ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2საათით.

2.კრემი:

მივიყვანოთ ადუღებამდ 4ჭ რძე და 1,3ჭ შაქარი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 4ც კვერცხი და 4ს/კ ფქვილი და ცოტ-ცოტობით დავამატოთ ნახევარი ცხელი რძე ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ ეს მასა ერთი მოძრაობით ჩავასხათ დარჩენილ  რძიან მასაში. ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ, როგორც კი მივა ადუღებამდე მაშინვე გამოვრთოთ. კრემიანი ქვაბი ჩავდგათ ცივ ყინულიან წყალში გასაციებლად.

ცომი და კრემი მზადაა, ახლა გამოვაცხოთ ნაპოელონი !

ცომის თითო გუნდა გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი 3-4მმ სისქეზე და ჟარონის ზომაზე. ჟარონის კიდეები ოდნავ დავასველოთ წყლით.  საბრტყელებელის  დახმარებით გადავდოთ ცომი ჟარონაზე და მოვაჭრათ ცომს ზედმეტი ნაწილები. ოდნავ მივაჭერთ კიდეებს  და ვაკეთებთ პატარა განაკვეთებს დანით ან ვჩხვლიტავთ ჩანგლით, რომ ცხობის დროს იგი არ გაიბეროს. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220გრადუსზე, სანამ ბისკვიტი კარგათ არ შეწითლდება. ვიღებთ ბისკვიტს და ვდებთ მას ხის დაფაზე. ასევე ვიღებთ მეორე ბისკვიტს.მესამეს ვაცხობთ პატარას და თხელს, ზედ მოსაყრელად 2-3მმ-ის სისქისას. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარგათ ავთქვიფოთ 200გრ დარბილებული კარაქი, იგი უნდა გახდეს ჰაეროვანი, ვაგრძელებთ თქვეფას და თან ვუმატებთ მოხარშულ კრემს და ერთი პაკეტ ვანილს. უნდა გამოვიდეს ერთგავროვანი ჰაეროვანი კრემი.

ბისკვიტები გავჭრათ შუაზე, ასე ჩვენ გვექნება 4 ცალი ბისკვიტი. ხის დაფაზე დავდოთ ერთი ბისკვიტი, დავფაროთ იგი თანაბრად კრემის საშუალო შრედ, დავადოთ მეორე ბისკვიტი, ოდნავ დავაწვეთ ზევიდან და ისიც დავკრემოთ, ასე მოვიქცეთ ოთხივე ბისკვიტის შემთხვევაში, ტორტის ზედაპირს და გვერდებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ზედ დაფხვნილი პატარა ბისკვიტი.

გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ნაპოლეონს შაქრის პუდრი.

 

ნაპოლეონი

4.1 (82.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ქადა





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. დიანა says:

    იდეალურიააა …. ბევრჯერ მომიმზადებია

  2. სახელი*lika says:

    ara gadakecva archirdeba.obralod comi ideba

  3. სახელი*anuki says:

    Es penovanis comia.napoleon rogori haerovanic unda iyos ar gamodis iseti.penovanistvis arachveulebrivia

დატოვეთ კომენტარი