ნამცხვარი ”მადონა”

უგემრიელესი ნამცხვარი..! 

შემადგენლობა:

მომზადება:

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი

თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამით

ავადუღოთ წყალი, შიგ  ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10

წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და

გავყოთ 8 ნაწილად.  თითოეული ნაწილი ცომისა  უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე.  წავუსვათ კრემი ყველა

ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი

ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ 1 ქილა შედედებული რძე

და ვანილი.

ნამცხვარი ”მადონა”

4.2 (84.71%) 17 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჩიზქეიქი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. maka says:

    ძალიან კარგი გამოდის. მხოლოდ მე 4 ფირფიტას ვაცხობ ამ ცომით და 2 მოხარშული შედედებული რძით ვაკეთებ კრემს (300 გ. კარაქზე). უგემრიელესია

დატოვეთ კომენტარი