ნამცხვარი ” დათუნია”

მომზადება:

4 ც კვერცხის გულისა და 1 ჭიქა შაქრის ფხვნილიდგან მოამზადეთ გოგლი-მოგლი, დაუმატეთ 2ს.კ არაჟანი,

150 გრ შერბილებული მარგარინი, 1ჩ.კ სოდა ძმრით. შეაზილეთ სამი ჭიქა ფქვილი. ცომი გაყავით 4ნაწილად.

გააბრტყელეთ, სამ ფირფიტაზე დადეთ გული. დაადეთ ერთმანეთზე. მეოთხე ფირფიტა დაადეთ თავზე.

გამოაცხვეთ ღუმელში ნელ ცეცხლზე. გაცივებულ ნამცხვარს წაუსვით მინანქარი.

გული:

ათქვიფეთ 4 ც კვერცხი ცილა გათეთრებამდე. დაუმატეთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და  1 ჩ.ჭ გატარებული ნიგოზი.

მინანქარი:

2 ს.კ კაკაო, 3ს.კ შაქრის ფხვნილი, 4 ს.კ რძე და 50 გრ კარაქი აურიეთ ერთმანეთს და წამოადუღეთ.

 

ნამცხვარი ” დათუნია”

4 (79.05%) 42 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თაფლის ნამცხვარი





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*ია says:

    გავაკეთე და არგამოვიდა რადგან 3ჩიქა ფქვილი თხელი გაამოვიდ მასა და როგორ უნდა გავაბრთკელოდ

  2. სახელი*ქეთი says:

    ეს ნამდვილი დათუნიას რეცეპტია. არანაირი კრემი და ქიშმიში არ უნდა. ცომითუთხელია ფქვილს დაუმატებ და ეგაა. გემრიელად მიირთვით

დატოვეთ კომენტარი