მიქს ბუტერბროდი

მიქს ბუტერბროდი

უგემრიელესი ბუტერბროდი გურმანებისთვის!

ინგრედიენტები:

ორი დღის პური ქერქის გარეშე – 8 ნაჭერი

კარაქი – 4 ს.კ.

ხახვი – 1 თავი

ზეთი რამდენიც საჭიროა

კიტრის მწნილი – 50 გ.

მოხარშული კვერცხი – 2ც.

ჯონჯოლი – 50 გ.

მაიონეზი – 3 ს.კ.

გახეხილი ყველი – 100 გ.

პილპილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი მოსართავად

 

მომზადების წესი :

პურის ნაჭრები შებრაწეთ კარაქში. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. კიტრის მწნილი და მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად. შეურიეთ ჯონჯოლი, მოშუშული ხახვი, მაიონეზი, პილპილი  და მარილი. პურის ნაჭრებს წაუსვით მაიონეზიანი მასა, მოაყარეთ ყველი და შეწვით ღუმელში. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილით.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი