მარწყვის ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვფიოთ. თანდათან შევურიოთ

1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები და კარგად ვთქვფიოთ.

მოვაყაროთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ

ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ ბისკვიტი.

კრემის მოსამზადებლად კარაქი დვთქვფიოთ გათეთრებამდე,

თანდათან შვათქვფიოთ 1 კოლოფი შედედებული რძე და დავამატოთ ვანილი.

მარწყვი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, ქვაბში ფენებად ჩავაყროთ, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი

და დავდგათ რამდენიმე საათი. როცა წვენს გამოუშვებს, გადავწუროთ წვენი ცალკე ჭურჭელში.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვასხუროთ მარწყვიდან გამოწურული წვენი, წავუსვათ კრემი,

დავალაგოთ გაწურული მარწყვები, წავუსვათ ისევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი,

მოვასხუროთ მარწყვის წვენი, წავუსვათ კრემი. დავალაგოთ გაწურული მარწყვები

და ისევ წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთთ კრემის სპეციალური ფორმებით და დავალაგოთ მთელი,

ცოცხალი მარწყვები მწვანე ყუნწებით.

მარწყვის ტორტი

4.7 (93.33%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ალუბლის ღვეზელი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი