ლობიო ლუდით

შემადგენლობა:

მოსაშუშად:

მომზადება:

გარეცხეთ ჭრელი ან ჩვეულებრივი ლობიო და წყალით სავსე თასში თელი ღამით დაალბეთ. მეორე დღეს საწურში გადაწურეთ და ქვაბში ჩაყარეთ. ლობიოს დაასხით წყალი. გაფცქვენით ხახვი და 4 დიდ ნაწილად გაყავით, 6 კბლ ნიორთან და1 ს.კ კარაქთან ერთად დაუამტეთ ლობიოს. თუ თქვენი ქვაბი  ჰერმეტულად იხურება, მაშინ ლობიო 45 წუთიდან 1 საათამდე უნდა ხარშოთ. ჩვეულებრივ ქვაბში კი -1.5-2 საათი. თუ ხარშვისას წყალი დაშრება, ცოტა ცხელი წყალი დაამატეთ. როცა ლობიო მარცვლები დარბილდება, ქვაბი ცეცხლიდან გადადგით. ლობიოს ნახარში წყალი გადაუწურეთ და ცალკე შეინახეთ. 1 დიდი თავი ხახვი გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით. დროებით ცალკე გადადეთ. პამიდროს კანი ადვილად რომ გააცაოთ, 3 წამით მდუღარე წყალში გააცერეთ. პამიდრს კანი გადააძვრეთ, პატარა კოვზის დახმარებით გამოაცალეთ თესლი და წვრილად დაჭერით. ცალკე გადადეთ. გაზქურის ცეცხლზე შეწვით წიწაკა, სანამ კანი არ გაუშავდება.  შემდეგ ცოტა ხნით სამზარეულოს ხელსახოცზე დააწყვეთ, რომ შეშრეს და კანი ადვილად გასძვრეს. შემწვარ წიწაკს გადააცალეთ კანი, პატარა კოვზის მეშვეობით გამოაცალეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. დროებით ცალკე გადადეთ.პატარა ქვაბსი გაადნეთ 3ს.კ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთით მოშუშეთ, სანამ ხახვი ოდნავ არ შეწითლდება. სემდეგ მოდაღულ ხახვს დაუამტეთ დაჭრილი პამიდორი, სემწვარი წიწაკა და 2ს.კ დაჭრილი ქინძი. ხის კოვზით მოურიეთ. ქვაბში მოშუშული ინგრედიენტები რომ არ მიიწვას, მაშინვე დაუმატეთ გადაწურული ლობიო და ½ ლ ლუდი, შეაზავეთ მარილით. კერძი კიდევ რამდენიმე წუთით უნდა დატოვოთ ნელ ცეცხლზე. თუ წვენი დაშრა, შეგიძლიათ ცოტა ლუდი, ქათმის ბულიონი ან ცხელი წყალი დაამატოთ. რამდენიმე წუთში უკვე შეგიძლიათ ლობიო ღრმა თეფშზე გადაიღოთ. კერძი სუფრაზე ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ფარშის რულეტი ბრინჯით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი