ფუნთუშები ლიმონის კრემით

ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგიძლიათ ჩაუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული კრემი ან ჯემი.

შემადგენლობა:

ცომი:

კრემი:

მომზადება:

მოვამზადოთ კრემი: ლიმონს შემოვახვიოთ კანი წვრილ სახეხზე  და გამოვწუროთ წვენი ოთხივე ლიმონიდან.

კვერცხი ჩანგლით კარგად ავთქვიფოთ, კარაქი გავადნოთ ნელ ცეცხლზე , დავუმატოთ ლიმონის წვენი,

შაქარი, ათქვეფილი კვერცხი, ცედრა, თან ვურიოთ.

მასა წამოდუღებამდე რომ მივა, ცეცხლს დავუწიოთ, მორევა არ შევწყვიტოთ, მასა დაიწყებს გასქელებას,

დაახლოებით 5-7 წუთში, კრემის სისქის გახდება, გავითვალისწინოთ, დიდი ბუშტებით არ უნდა დუღდეს,

ოდნავ უნდა იგრძნობოდეს დუღილი.

კრემი ცხელივე გავატაროთ საწურში, ცედრა რომ არ გაჰყვეს და გაცივებული მინის ჭურჭლით შევინახოთ

მაცივარში.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და მარილი.

10 წუთის შემდეგ  ჩავუმატოთ კვერცხი, მოვურიოთ და ჩავასხათ ფქვილიან თასში. დავიწყო მოზელვა,

შუა პროცესში დავუმატოთ კარაქი. საბოლოოდ, ცომი უნდა იყოს ნაზი, ელასტიკური, არ უნდა ეკვრებოდეს

ხელს და თასის კედლებს. გადავაფაროთ თავზე და დავდგათ ასაფუებლად. ზომაში უნდა გაორმაგდეს.

გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავუდოთ გულში კრემი და 10-15 წუთით დავდოთ ხელახლა

ამოსაფუებლად.

ამასობაში ღრმა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ფუნთუშები ორივე მხრიდან.

ცეცხლი მაღალი არ უნდა იყოს, თორემ შიგნიდან გამოცხობას ვერ მოასწრებს. გადავიტანოთ ქაღალდის

ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად.

ფუნთუშები ლიმონის კრემით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბლინები ხაჭოს შიგთავსით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი