მომზადება:
1 კგ ფორთოხალს ყვითელი კანი თხლად ავათალოთ. კანს დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დავდგათ 24 საათი. შემდეგ მიქსერით ავთქვფიოთ და საცერში გავწუროთ. განაწურ ფორთოხლის კანს დავასხათ კიდევ 1 ლიტრი ანადუღარი, შეგრილებული წყალი და კვლავ ავთქვფიოთ, შემდეგ კი გავწუროთ დოლბანდში.
დავჭრათ 1 ლიმონი კანიანად და 2 გაფცქვნილი ფორთოხალი. დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და მიქსერით ავთქვფიოთ. გავწუროთ დოლბანდში.
ამგვარად მიღებული 3 ლიტრ წვენში ჩავყაროთ 500 გრ შაქრის ფხვნილი, კარგად მოვურიოთ და თავდახურული შევდგათ მაცივარში. სურაზე მიტანისას ჩავყაროთ შიგ ყინული.
სასმელი ‘’ საზეიმო’’ |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი