მომზადება:
500-500 გრ ძროხის და ღორის რბილი ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხორცთან ერთად გაატარეთ
2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, 2 ც ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, 1 ც მოხარშული
კარტოფილი, რძეში ან წყალში დამბალი თეთრი პური, იმ რაოდენობით, რომ პური ხორცის 1/5 შეადგენდეს.
დაუმატეთ ხმელი ქინძი, შავი პილპილი, მარილი, 1 ც კვერცხი, 3ს.კ წყალი. აურიეთ კარგად.
დაყავით გუნდებად, სველი ხელით გააბრტყელეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და
შეწვით ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
ქათამი კარტოფილით და ბრინჯით |
ძაან გემრიელიაა