კარტოფილი ესპანურად
შემადგენლობა:
- კარტოფილი – 500 გრ (წვრილი)
- ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
- მარილი – გემოვნებით
- ნიორი – 4 კბილი
- მაიონეზი – 4 ს/კ
- ლიმონის წვენი – 1 ს/კ
- მდოგვი – 1 ჩ/კ
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, კანი არ მოვაშოროთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ჩავაწყოთ ჯამში, დავასხათ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა. კარგად ავურიოთ ,შევბრაწოთ კარტოფილი ღუმელში 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ სოუსი.
ჯამში ავურიოთ მარილი, ზეითუნის ზეთი, ნიორი,მაიონეზი , ლიმონის წვენი, და მდოგვი.
ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავასხათ გამომცხვარ კარტოფილს.
კარტოფილი ესპანურად
5 (100%) 1 vote[s]
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი