ბოსტნეულის პიურე თქვენი პატარებისთვის!
ინგრედიენტები:
კარტოფილი – 4 ც.
სტაფილო – 3 ც.
რძე – 1 ჩ.ჭ.
კარაქი – 2 ს.კ.
ჯავზი – 1/2 ჩ.კ.
დაფქული ხმელი ქინძი – 1/2 ჩ.კ.
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარტოფილი და სტაფილო მოხარშეთ და ცხელივე გაატარეთ საცერში. დაუმატეთ ცხელი რძე, კარაქი, მარილი, ჯავზი, ხმელი ქინძი და კარგად ათქვიფეთ. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ მოხარშული სტაფილოს ნაჭრებით.
კვერცხი შიგთავსით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი