კამბალას ფილე თქვენი გემრიელი ვახშმისთვის!
ინგრედიენტები:
კამბალას ფილე – 300 გ.
ლიმონის წვენი – 2 ს.კ.
ფქვილი – 4 ს.კ.
ზეთი – 2 ს.კ.
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
სტაფილო – 1 ც.
ბოსტნეულის ნახარში – 1/2 ჩ.ჭ.
ნაღები – 2 ს.კ.
კამპერსი (ჯონჯოლი) – 1 ს.კ.
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კამბალას ფილე გაჭერით სიგრძეზე, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წთ. მოაყარეთ პილპილი, მარილი, ამოავლეთ 2 ს.კ. ფქვილში და შეწვით ზეტში. ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, სტაფილო დაჭერით გრძლად და მოშუშეთ ზეთში. ფქვილი მოხალეთ, გააგრილეთ და გააზავეთ 2 ს.კ. ნახარშში. დარჩენილი ნახარში წამოადუღეთ, შეურიეთ მოშუშული ბოსტნეული და ადუღეთ 10 წთ. დაუმატეთ ნაღები, კაპერსი, მოხალული ფქვილი და კარგად გააცხელეთ. ბოსტნეულის სოუსი მიიტანეთ შემწვარ კამბალასთან და შემწვარ კარტოფილთან ერთად.
თევზი კვერცხის სოუსით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი