შემადგენლობა:
მომზადება:
საფუარი დააქუცმაცეთ და 200 მლ ნელთბილ წყალში გახსენით. დაუმატეთ ფქვილი, 1/4 ჩ.კ მარილი და ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი, თავშავა,სულგუნი, მარილი და პილპილი.ზეთისხილები ოთხად გაჭერით, სილიამი დაჭერით ზოლებად. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე კიდევ ერთხელ გადაზილეთ და ოთხად გაყავით. ცომის თითოეული ნაჭერი მრგვლად გააბრტყელეთ და წაუსვით დარჩენილი ზეთი.ყველიანი მასა გაანაწილეთ თითოეული ცომის ნახევარზე,ზემოდან მოაწყვეთ სალიამი და ზეთისხილი. გადმოაფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და კიდეები თითის დაწოლით კარგად შეაერთეთ. დადეთ კალცონე საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20 წთ. გამოიღეთ და ჯერ კიდევ თბილ მიიტანეთ სუფრასთან.
იტალიური პასკა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი