კიდევ ერთი სასარგებლო რეცეპტი, რომელიც საახალწლოდაც გამოგადგებათ. ისპანახს ხანდახან ხახვითაც აკეთებენ, თუმცა ამჯერად ნიგვზით გავაკეთოთ.
ინგრედიენტები:
ნიგოზი – 500 გ;
ისპანახი – 2 კგ
ნიორი – 1 თავი;
ქინძი – 200 გ;
უცხო სუნელი – 1 ჩ.კ;
ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ;
დაღერღილი წიწაკა – 1/2 ჩ.კ;
მარილი – გემოვნებით;
ძმარი – სურვილისამებრ (1/2 ჩ.კ);
ბროწეული – 1 ც;
მომზადების წესი:
ისპანახის ფოთლებს მოაჭერით ბოლოები და კარგად გარეცხეთ.
აადუღეთ ქვაბით წყალი და გარეცხილი ისპანახის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში.
მოთუთქული ისპანახის ფოთლები გააგრილეთ, კარგად გაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან, ნიორთან და ცოცხალ ქინძთან ერთად.
მიღებულ მასას მოაყარეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, მარილი, სურვილისამებრ მოასხით ძმარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
სუფრაზე მიტანის წინ სალათს შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გააფორმოთ მწვანილითა და ბროწეულის მარცვლებით.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!!!
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით |
ისპანახი რომ დარჩეს ხასხასა მწვანე დაუმატეთ ძალიან ცოტა სოდა
ხარშვის დროს
ხახვი არ უნდა?