შემადგენლობა:
მომზადება:
კარგად დასუფთავებული მსუქანი ინდაური ჩვდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ინდაურს ფარავდეს. დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში ხარშვის შემდგ ამოვიღოთ წყლიდან, მოვაყაროთ მარილი გარედან- კანზე და შიგნიდან მუცლის ღრუში. კერ კიდევ ცხელი ინდაური ავაგოთ ხის შამფურზე ღია ცეცხლზე შესაწვავად ან შევწვათ აერღუმელში. შეწვა გრძელდება კანის შეწითლებამდე. შემწვარი ინდაური გადავიტანოთ ლანგფარზე. მის ნახარშს წვენს მოვაცილოთ ცხიმოვანი ნაწილი და შიგ მოვშუშოთ 400 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ხახვს დავასხათ ინდაურის ნახარში, შევდგათ ცეცხლზე და ეს ხახვიანი სითხე ვადუღოთ 10-15 წთ. შემდეგ ავურიოთ დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და 400 გრამი ძლიერ წმინდად დანაყილი ნიგოზი 1/2 ჩ.ჭ ძმარში ალესილი. ამგვარად შეკაზმული წვენი ვადუღოთ 20 წთ. შემდეგ გადმოვდგათ, შევაციოთ და ავურიოთ კარგად გათქვეფილი 2 კვერცხის გული. ამასთან წვენს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემწვარი ინდაური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამფილაში და ზედ დავასხათ საცივის საწებელი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იქნება.
სოკოს ოსტრი ტომატით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი