თევზი ყაბაყის ”ქერცლით”
შემადგენლობა:
- 400 გ თევზის ფილე
- 1/2 ლიმონის წვენი
- 1 პატარა ყაბაყი
- 250 გ ქამა სოკო
- 1 კბილი ნიორი
- 200 გ სქელი ნაღები
- 50 გ ზეთი
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
მომზადება:
- თევზის ფილე დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით გაწითლებამდე.
- ყაბაყი დაჭერით თხელ რგოლებად და შებრაწეთ.
- სოკო დაჭერით წვრილად და შეწვით ზეთში. დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ნაღები, მარილი, პილპილი, ადუღეთ შესქელებამდე და ათქვიფეთ მიქსერით.
- სუფრასთან მიტანის წინ გაცხელებულ თეფშზე დაასხით, სოუსი, დადეთ თევზის ნაჭერი, ზემოდან კი ქერცლისებურად მოაწყვეთ შემწვარი ყაბაყის ნაჭრები. გააფორმეთ მწვანილით.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი