ვაშლის ღვეზელი

შემადგენლობა:

მომზადება:

წინასწარ მოამზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭერით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი  ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურიეთ. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავარია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ.

ვაშლის ღვეზელი

3.9 (77.71%) 35 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მოხარშული კრემი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი