ეკლერი

 

ინგრედიენტები: 

1. ცომი

2. კრემი

მომზადების წესი :

1. ცომი :

1 ჭიქა წყალი , 0.5 ჩ.კ მარილი და 100 გრ კარაქი / მარგარინი გაადნეთ მაღალ ცეცხლზე , სანამ ცხიმი არ გადნება. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ 1 ჭიქა ფქვილი ( მოვურიოთ ხის კოვზით მასა, სანამ არ შეიკვრება ). მოვაშოროთ მასა ცეცხლს და 5 კვერცხი (სათითაოდ) გავთქვიფოთ მიქსერით, ცომის შესქელების შემდეგ (ისე , რომ ფორმა შეინარჩუნოს) უკვე ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. ) . ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი (ვაწყობთ სათითაოდ , ერთმანეთისგან 2სმ დაშორებით), 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს 10წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა (აცადეთ ცოტა შეგრილდეს.. 15-20 წუთი, რომ ცომი არ ჩაიფუშოს ) .

 

2. კრემი :

1 ჭიქა შაქარი , 0.5 ჭიქა ფქვილი, 0.5 ლ ადუღებული რძე (შეგიძლიათ რძის მაგივრად იხმაროთ წყალი), ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად (მაგ: ცივი წყლით სავსე ჯამში) , 60-70 გრ დარბილებული კარაქი ჩავთქვიფოთ კრემის მასაში და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.

 

მოსართავად (სურვილისამებრ) :

ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან/წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.

 

ეკლერი

4.5 (90.77%) 26 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თაფლიანი ორცხობილები





ამ რეცეპტს აქვს 7 კომენტარი

  1. მარიიიიიი* says:

    უმაგრესიააააააა

  2. სახელი*სალომე says:

    ვერ გავიგე კვერცხი როდის უნდა

  3. tako says:

    Ver gavige parki ristvis aris sachiroo

  4. ქეთი says:

    რატო წერტ ტყუილებს შოკოლადი რდზეს და წყალს არ იტავსებს

  5. სახელი*anita says:

    Dzaan momewona gemrielia

  6. სახელი*pinkie pie says:

    რამდენ გრადუსზე უნდა გამოვაცხო?

დატოვეთ კომენტარი