შემადგენლობა:
მომზადება:
ხაჭოს, არაჟანს, კვერცხის გულებს, შაქარსა და ვანილს ერთად ვყრით და ვაბლენდერებთ ისე,რომ კრემივით მასა მივიღოთ. კარაქს გავადნობთ და შევურევთ. ამ მასას ქვაბში ჩავასხმთ და დაბალ ცცეცხლზე დავდგამთ. ადუღებამდე რომ მივა, გადმოვდგამთ. გაციების შემდეგ კი ქიშმიშსა და ნიგოზს მოვაყრით. ზემოდან დოლბანდს გადავაფარებთ და გადავწურავთ. ამ მასას საწურში მოვათავსებთ, ქვემოდან კი თეფშს დავუდებთ, რადგან წვენი კიდევ გაუვა. ზემოდანაც დავაფარებთ და მაცივარში შევდგამთ. უმჯობესია, რომ ღამე გააკეთოთ და დილამდე მაცივარში გააჩეროთ.
ხილის ნაყინი მარტივად |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი