გოზინაყი

გოზინაყი

ახალი წელი გვიახლოვდება, რის გამოც დიასახლისებს აუცილებლად მოუწევთ საახალწლო კერძების მომზადება. ამჯერად გოზინაყის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

ნიგოზი(თეთრი) – 500 გ;

თაფლი – 300 მლ;

შაქარი – 40 გ;

მომზადების წესი:

გაარჩიეთ ნიგოზი და დაჭერით თხლად. დაჭრილი ნიგოზი მოხალეთ ნელ ცეცხლზე დაწითლებამდე. თან გამუდმებით ურიეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გააცალეთ კანი.

სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩაასხით თაფლი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. თაფლი დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.

თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და დადგით ცეცხლზე, ისევ გამუდმებით ურიეთ, დაუმატეთ შაქარი. როდესაც თაფლი და ნიგოზი ერთგვაროვან მასად იქცევა, გადაიტანეთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და ნელ-ნელა გააბრტყელეთ ხის სველი კოვზით.

გოზინაყი გაცივებამდე დაჭერით ტომბებად, თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგიჭირდებათ.

 

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!!!

გოზინაყი

4.2 (84.57%) 70 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მარციპანის ანგელოზები





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. სახელიlana* says:

    arachveulebrivia roca recepristvis sawiro produqti gaqvs

  2. სახელიlana* says:

    cudia roca ar wam

  3. nata says:

    dzaan magari gozinayiaaaaaaaa
    momewonaaaaaaa,gemrielia

დატოვეთ კომენტარი