მარტივი და გემრიელი დესერტი თქვენი სუფრის დასამშვენებლად!
ინგრედიენტები:
კვერცხი – 3 ც.
შაქარი – 2 ს.კ.
რძე – 1 ჩ.ჭ.
ფქვილი – 2 ჩ.ჭ.
ზეთი – 3 ჩ.ჭ.
მარილი – 1/4 ჩ.კ.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ ორი კვერცხი და შაქარი, შეურიეთ რძე, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი გააბრტყელეთ თხლად და ამოჭერით წრეები. სამ-სამი რგოლი შეაერთეთ გათქვეფილი კვერცხის საშუალებით და დაუსერეთ გვერდები ისე, რომ ყვავილის ფურცლებს ჰგავდეს. შეწვით მდუღარე ზეთში და გადმოიღეთ საწურზე ზედმეტი ცხიმის დასაწურად. მიირთვით მურაბასთან ერთად.
ნამცხვარი ქოქოსის ფანტელებით |
კარგი რეცეპტებია ძალიან.