მომზადება:
1 კგ ისპანახი გარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ მარილითა და სოდით გაზავებულ მდუღარე წყალში, რომ მწვანედ მოიხარშოს, რომ მოიხარშება დაყარეთ საწურზე, გაწურეთ, დაჭერით დანით.
წვრილად დაჭერით 60 გრ ხახვი დამოშუშეთ 60 გრ კარაქთან ერთად ქვაბში. ჩაუშვით ისპანახი და მოურიეთ. იშუშოს 15 წთ.
შემდეგ შეაზავეთ დაჭრილი ქინძით, პიტნით, კამით, ოხრახუშით.
დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოათავსეთ ტაფაში და ზემოდან დაასხით დაჭრილი 50 გრ მწვანილითა და 50 გრ რძით შეზავებული, ათქვეფილი 2ც კვერცხი და 60 გრ გამდნარი კარაქი.
შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად იქნება სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.
სპაგეტი ზეთისხილით |