დააგემოვნეთ წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის ხიზილალა!
ინგრედიენტები:
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა – 6ც.
ხახვი – 2 თავი
ზეთი – 3 ს.კ.
3%-იანი ძმარი – 1 ს.კ.
მარილი გემოვნებით
მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
ბულგარული წიწაკა ოდნავ შებრაწეთ ღუმელში, გააგრილეთ, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ კანი, თესლი, დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. მოშუშული ხახვის ერთ ნახევარს შეურიეთ წითელი, მეორეს – მწვანე წიწაკა და შუშეთ კიდევ 7 წთ. გააგრილეთ, მოასხით ძმარი და მოაყარეთ მარილი. პატარა ჭურჭელში ცალ-ცალკე მოათავსეთ წითელი და მწვანე წიწაკა და გააფორმეთ მწვანილით.
ტყემალი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი