ბრინჯის და ტარხუნის ღვეზელი

შემადგენლობა:

ცომისთვის

შიგთავსისთვის

მომზადება:

მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეთ ფენოვანი ცომი.

მოაცალეთ ტარხუნის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი ხახვთან ერთად. მოხარშეთ 3 ცალი კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დანარჩენი ორის გული და ცილა განაცალკევეთ ერთმანეთისგან.. გააცხელეთ ტაფა და მოასხით ზეთი. შუშეთ ხახვი და ტარხუნა მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.

თასში ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, 2 კვერცხის ცილა, მარილიან წყალში მოხარშული ბრინჯი, მოშუშული ხახვი და ტარხუნა, მწიკვი წიწაკა და 1 ჩაის კოვზი მარილი.

ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომის 2/3 ნაწილი დაახლოებით 6 მილიმეტრის სისქის 22×42სმ ზომის ოთხკუთხედად. გაანაწილეთ მასზე ტარხუნის მასა ისე, რომ დაგრჩეთ 6-6სმ ზომის თავისუფალი კიდეები და ჩარჩოსებურად გადააკეცეთ ისინი ზემოდან. გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი 1/3 ნაწილი 16×36სმ ზომის ოთხკუთხედად და დააფარეთ ტარხუნის ჭრილს ზემოდან.

გათქვიფეთ 2 კვერცხის გული 5 გრამ კარაქთან ერთად და მოაცხეთ ტარხუნის ღვეზელის ზედაპირს. შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ყავისფერი შეფერილობის არ გახდება.

ბრინჯის და ტარხუნის ღვეზელი

3.6 (72%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბლინები კაკაოთი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი